სამხრეთ თურქეთში მეხუთე დღეა ხანძრები მძვინვარებს. გარდაცვლილთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, 850 -ზე მეტი მოქალაქე კი დაზარალდა. დამსვენებლები მასიურად ტოვებენ კურორტებს. სამართალდაცველების ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი, რომელსაც „ეროვნული კატასტროფა უწოდეს“, განგებ არის გაჩენილი. ოფიციალური ანკარის ინფორმაციით, უკვე მოხერხდა ხანძრის 107 კერის ლოკალიზება. ამ დრომდე აქტიურია ანტალიასა და მუღლას პროვინციაში დაფიქსირებული 5 კერა. დახმარების მიზნით სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და აზერბაიჯანიდან. 3 სახანძრო თვითმფრინავი გააგზავნა თურქეთში ევროკავშირმაც. უპრეცედენტო გვალვისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ფრონტი ფართოვდება საბერძნეთის დასავლეთით. შაბათ -კვირას დაახლოებით 120 ხანძარი დაფიქსირდა. ქალაქ პატრასთან მდებარე ოთხი დასახლების მაცხოვრებლები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ცეცხლს ებრძვიან სიცილიაშიც. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 800 -ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. თუმცა კუნძულის ხელისუფლების განცხადებით, ცეცხლთან გამკლავება უჭიღთ და დახმარებისთვის უკვე იტალიის დედაქალაქს მიმართეს.
დღის სიახლეები
მსოფლიოში ხანძრების ფრონტი ფართოვდება [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები