27.11.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მუხრანის, პატარა ქანდას, ვაზიანისა და ვარდისუბნის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება

მცხეთის სოფლების - მუხრანის, პატარა ქანდას, ვაზიანისა და ვარდისუბნის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი და 5 ჭაბურღილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეზერვუარისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა.

პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება 2024 წლის გაზაფხულზე იგეგმება. შედეგადაც, ადგილობრივები წყალს უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ.

სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16,8 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

დღის გადაცემები