დღის სიახლეები
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტზე ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას, პირადი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის სამოქმედო ტერიტორიიდან კაკლის ხის უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 000 ლარი, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსგავსი
დღის გადაცემები