დღის სიახლეები
ნამახვანჰესი აღარ აშენდება [ვიდეო]
ENKA საქართველოს სახელმწიფოთან არსებულ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას წყვეტს - ამ ეტაპისთვის კი 800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენდება. ამის შესახებ Enka-ს მიერ სტამბოლის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ხდება ცნობილი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზს მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორი წარმოადგენს. იქამდე სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნამახვანჰესის პროექტის ინვესტორი ENKA საქართველოს მთავრობასთან საარბიტრაჟო დავის დაწყებას განიხილავდა.
მსგავსი
დღის გადაცემები