24.11.2024 | 21:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნანა დევდარიანი - არჩევანი არის ორი - ან ომი ან ნეიტრალიტეტი! [ვიდეო]

უკრაინა მზადაა წავიდეს დათმობაზე, ნეიტრალურ და ქვეყნის არაბირვთულ სტატუსთან დაკავშირებით. რეგიონში მიმდინარე ვითარებამ ნეიტალიტეტზე საუბარი საქართველოშიც აქტუალური გახადა. "პატრიოთტა ერთიან ფრონტში" ამბობენ, რომ ქვეყანას ორი არჩევანი აქვს - ომი ან ნეიტრალიტეტი. ახალ პოლიტიკურ ცენტრში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ არსებული რისკები დროულად უნდა შესაფასოს  და ნეიტრალურ სტატუსზე საუბარი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.

“„პატრიოტთა ალიანსმა“ ნეიტრალიტეტის თემაზე საუბარი  წლების წინ დაიწყო, დღეს არ მოუფიქრებია ეს თემა. ელემენტარული პროცესები გაჩვენებს სწორ გამოსავალს. დღეს უკვე იზრდება ნეიტრალიტეტის მომხრეთა რაოდენობა, რადგან ყველამ გააცნობიერა, რომ არჩევანი არის ორი - ან ომი ან ნეიტრალიტეტი. ჩვენ გვყავს მავნებელი ნომერ მეხუთე კოლონა, რომელსაც უნდა, რომ მეორე ფრონტი გაახსნევინოს საქართველოს, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოში თუ დაიწყო  საომარი მოქმედება ან რუსეთმა ინტერვენცია განახორციელა,  ქვეყანაში იქნება არეულობა და დესტაბილიზაცია. ამით ისარგებლებს „ნაციონალური მოძრაობა“ და შეეცდება ხელისუფლების დაბრუნებას- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა დევდარიანმა „ობიექტივის“ ეთერში. 

 

დღის გადაცემები