ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნანა დევდარიანმა განაცხადა. "დეოლიგარქიზაციაზეა საუბარი დღეს, როდესაც სააკაშვილის პირობებში ცალ-ცალი კალოშით ხელისუფლებაში მოსული ადამიანები მილიონერები გახდნენ და, ეჭვი მაქვს, ზოგიერთი მილიარდერიც გახდა - მე მათ მიმართ არ მახსოვს ასეთი განცხადებები. ხელისუფლებამ არასწორი გათვლა გააკეთა. მათ მართლა ეგონათ, რომ თუ ამ დამნაშავე ძალას, "ნაციონალურ მოძრაობას", შეინარჩუნებდნენ, ერთი მხრივ, ქულებს დაიწერდნენ მათ დასავლელ მფარველებთან, მეორე მხრივ კი ყოველთვის იქნებოდა არჩევანი - აი, ჩვენ არ გინდივართ? მაშინ ეს დამნაშავეები დაბრუნდებიან. ამან მოიტანა სრულიად სხვა შედეგი და ჩვენ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით ამის შესახებ. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი ლიდერები გამორჩეულები არიან იმით, რომ რაც უფრო მეტს დაუთმობ, მით უფრო მეტს მოგთხოვენ. ეს მათი პოლიტიკური თვისებაა. ეს ვრცელდება იმ შემთხვევებზეც, როდესაც საერთოდ არაფერი ეკუთვნით და მოითხოვენ გაცილებით მეტს, ვიდრე აძლევენ. ეს დათმობები ყოველთვის ასე მთავრდება. ეს შედეგი რომ დადგებოდა, ამას დიდი გამჭრიახობა არ სჭირდებოდა. მეორე მხრივ, რომ არა ის ორმაგი სტანდარტები, რაც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ახასიათებთ, დღევანდელი სიტუაცია არ იქნებოდა. უბრალოდ 2012 წელს ხალხმა მოიშორა ის ხელისუფლება და რომ არა ირმა ინაშვილის მიერ გასაჯაროებული ციხის კადრები, ეს არ მოხდებოდა. ის რაც დღეს ხდება, არცთუ კეთილსინდისიერი თამაშია და ეს ყველამ დავინახეთ", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.
დღის სიახლეები
ნანა დევდარიანი: "გავიხსენოთ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პირდაპირ დევნა, მასობრივი დაპატიმრებები, ქონების ჩამორთმევა. მე არ მახსენდება მაშინ დასავლეთის არც ასეთი რეაქციები და არც აღშფოთებები"
მსგავსი
დღის გადაცემები