28.11.2024 | 14:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნანა კაკაბაძე: "ნებისმიერი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უზნეობაა"

ნებისმიერი ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უზნეობაა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

მან ის მსგავსი უბედური შემთხვევები გაიხსენა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს, მოზარდების გარდაცვალების მიზეზი გახდა. კაკაბაძის თქმით, მას ზოგიერთის გულწრფელობის არ სჯერა, რადგან ასეთებს 10-15 წლის წინ მსგავს ფაქტებზე სხვაგვარი რეაქცია ჰქონდათ.

"თუ შენ რეაქცია გაქვს 5 წლის წინ ასეთი, ადეკვატურია, რომ წელსაც ასეთი გქონდეს. შენი ქვეყანა რომ მიწებს კარგავს და შენ ინდიფერენტული ხარ და არ გაინტერესებს, ვერ დავიჯერებ, რომ შენ უკრაინის მიწები გაინტერესებს. ამ შემთხვევაში იცით რას ვიჯერებ, რომ შენთვის ესეც და ისიც მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგისა და ძალაუფლებისთვის იყო. ასეთი ადამიანების რეაქცია, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვანაირი იყო ერთი და იგივე მოვლენებზე, ჩემში შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს არ არის ბუნებრივი რეაქცია და მას ფასი ეკარგება - გინდაც გლოვას, გინდა თავდადებას და ასე შემდეგ. აქ წინ დგას, რომ ეს ძალაუფლებისთვისაა და არა იმისთვის, რაც ქვეყანაში მართლაც ტრიალებს და საზოგადოების მართლაც დიდ ნაწილს სტკივა, მაგრამ თქვენ რომ არ გტკიოდათ 10-15 წლის წინ, მე ვერ ვიჯერებ, რომ დღეს შეიძლება გტკიოდეთ", - განაცხადა კაკაბაძემ.

დღის გადაცემები