დღის სიახლეები
ნატო და რუსეთი ერთმანეთს ემუქრებიან [ვიდეო]
ნატო-მ არ იცის თუ რა მიზნები აქვს რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით, თუმცა მოსკოვის მიერ კიევის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისთვის მაინც ემზადება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ორგანიზაციის წევრ ქვეყანათა მინისტერიალის პირველი დღის დასრულებისას განაცხადა. შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთის წინააღმდეგ იმ პოლიტიკური ზომებისა და ეკონომიკური სანქციების შესახებ ისაუბრეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გამოხატავს. მოსკოვში უკრაინის წინააღმდეგ რაიმე აგრესიულ მიზნებს კატეგორიულად უარყოფენ. ამავე დროს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის გაფართოება რუსეთისთვის „წითელი ხაზია“.
მსგავსი
დღის გადაცემები