კრემლი ჯერჯერობით უკმაყოფილოა ნატოს პასუხებით რუსეთის მიერ წაყენებულ წინადადებეზე - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადეს. მოსკოვი ალიანსს გლობალური უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპების გადახედვის მცდელობაში ადანაშაულებს. თუმცა პუტინის თქმით, რუსეთს კვლავ აქვს დიალოგის გაგრძელების იმედი. „ჩვენ ყურადღებით ვაანალიზებთ 26 იანვარით დათარიღებულ შეერთებული შტატებისა და ნატოს წერილობით პასუხებს. მაგრამ უკვე ნათელია და ამის შესახებ მე ვაცნობე უნგრეთის პრემიერ მინისტრსაც, რომ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები იგნორირებულია - აცხადებს პუტინი. რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების საკითხი, ისევე, როგორც რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობა, პუტინმა კრემლში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილა. თავად ორბანმა მოსკოვში ვიზიტს „მშვიდობის მისია“ უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირის ყველა ლიდერი კონფლიქტების დიპლომატიური გზით გადაწყვეტის მომხრეა. გარდა ამისა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის ლიდერს გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტისთვის მადლობა გადაუხადა.
დღის სიახლეები
ნატოს პასუხებმა კრემლი არ დააკმაყოფილა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები