ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების და მასობრივი დაუმორჩილებლობის მცდელობა მორიგჯერ გაცხადდა. უკრაინული გამოცემა Obozrevatel.com-ი „ობოზრევატელი“ სკანდალურ ჩანანწერებს აქვეყნებს, ორი აუდიოჩანაწერიდან ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიასა და ქართული პოლიტიკის მოხეტიალე პერსონაჟის გუბაზ სანიკიძის საუბარს ასახავს. ჩანაწერში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობასა და სამოქმედო გეგმაზეა საუბარი. ალასანია და სანიკიძე დესტაბილიზაციის სცენარისთვის აუცილებელ პირობებს განიხილავენ, მათ შორის საყოველთაო დაუმორჩილებლობას და დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებასაც კი.
მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს ისევე როგორც უკრაინის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს როგორც აღმოჩნდა ნდობას აღარ უცხადებენ თანაგუნდელებიც. მეორე აუდიო ჩანაწერში, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სახე სალომე სამადაშვილი საუბრობს უცნობ პირთან, პარტიის შიდა სამზარეულოზე და განმარტავს, რატომ იყო განწირული სააკაშვილი მარციხსთვის. დეპუტატობის კანდიდატი აუდიოჩანაწერში თანამებრძოლებს არაკორექტულად მოიხსენიებს და აღნიშნავვს, რომ დასავლეთმა მიხეილ სააკაშვილს წითელი ხაზი დიდი ხანია გადაუსვა.