დღის სიახლეები
ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო დახურეს [ვიდეო]
სურსათის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ხორცის გადამამუშავებელი საწარმო დახურეს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჟღენტის 2 ნომერში მდებარე საწარმო საქმიანობას სააგენტოს გვერდის ავლით და კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე ახორციელებდა. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები.
მსგავსი
დღის გადაცემები