დღის სიახლეები
ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
"იტალიაში, ნეაპოლში, ქართული ბიბლიოთეკა გავხსენით - პიაცა ენრიკო დე ნიკოლა #46, სკალა - A. ასობით ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა. უზარმაზარი დარბაზი იყო სავსე. დიდი მადლობა სიყვარულისთვის და მზაობისთვის, გამომყვეთ იმ გზაზე, რომელიც განათლების გავრცელებას გულისხმობს",- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკაში აცხადებენ, რომ, ისინი წლებია ამ პროექტს ახორციელებენ და სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ ბიბლიოთეკებს ხსნიან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართველი ემიგრანტებისთვისაა.
მსგავსი
დღის გადაცემები