24.11.2024 | 19:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნედ პრაისი: "კორუფციასთან ბრძოლა საჭიროა მაშინაც, როდესაც უკრაინა თავს იცავს რუსეთის ომისგან. ომი - საგარეო საფრთხეა, კორუფცია კი შიდა"

აშშ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე აირჩიონ ისეთი პირი, რომელიც რუსეთთან ომის დროსაც კი კორუფციასთან ბრძოლას გააგრძელებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ვუერთდებით უკრაინელ ხალხს, რომელიც ხაზს უსვამს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მაღალკვალიფიციური და ნამდვილად დამოუკიდებელი კანდიდატის გამჭვირვალედ დანიშვნის აუცილებლობას“, - განაცხადა პრაისმა.

მისივე თქმით, გენერალური პროკურორის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში უკრაინაში მთავარ პრობლემას წარმოადგენს, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყანა ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის. კორუფციასთან ბრძოლა საჭიროა მაშინაც, როდესაც უკრაინა თავს იცავს რუსეთის აგრესიული ომისგან. ომი - საგარეო საფრთხეა, კორუფცია კი შიდა", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

დღის გადაცემები