დღის სიახლეები
ნედ პრაისი - რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი შეჩერდება
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რუსეთსა და გერმანიას შორის „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მილსადენის პროექტი შეჩერდება. „მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: თუ რუსეთი ამა თუ იმ გზით შეიჭრება უკრაინაში, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ არ გაგრძელდება. არ ვაპირებთ დეტალებში შესვლას, მაგრამ ვიმუშავებთ გერმანიასთან, მის შესაჩერებლად“,- განაცხადა აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მისი თქმით, მილსადენში გაზი ჯერ არ გადის, ამიტომ უპირატესობა შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეები მხარესაა.
მსგავსი
დღის გადაცემები