დღის სიახლეები
ნეთანიაჰუ: "აშშ-სთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს"
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ისრაელი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ მიიღოს.
"ჩემი პოლიტიკა არის ის, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რათა ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი და არც მისი მიწოდების საშუალებები. ეს უცვლელი დარჩება, ცხადია, რომ შეერთებულ შტატებთან ერთად ამ საკითხზე ვმუშაობთ. ეს არის საერთო მიზანი", - აცხადებს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუმ, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო შეესწრო თეირანის რეჟიმის ბარბაროსობას, მათ შორის
"არსებობს საერთო კონსენსუსი, რომ ამ რეჟიმმა არ უნდა შეიძინოს ბირთვული იარაღი," - აცხადებს ნეთანიაჰუ.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
დღის გადაცემები