24.11.2024 | 21:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნეთანიაჰუ სადავო სასამართლო რეფორმის გადავადებაზე: "როდესაც არსებობს შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით, მე პაუზას ვიღებ დიალოგისთვის"

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის გადადებს სადავო სასამართლო რეფორმის გატარებას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, მან იცის ისრაელის საზოგადოებაში მზარდი დაძაბულობის შესახებ, თუმცა დასძინა, რომ არსებობს ექსტრემისტული უმცირესობა, რომელიც ანგრევს ისრაელს.

"როდესაც არსებობს შესაძლებლობა, თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო ომი დიალოგის გზით, მე პაუზას ვიღებ დიალოგისთვის. ეროვნული პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, გადავდებ სასამართლო დანიშვნების შესახებ კანონპროექტის საბოლოო მოსმენას", - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, მისი კოალიციის მოკავშირეების უმრავლესობა მხარს უჭერს ამ ნაბიჯს და ხაზს უსვამს, რომ რეფორმა ამა თუ იმ ფორმით გატარდება.

სადავო სასამართლო რეფორმა, რომელსაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, მოსამართლეების დანიშვნის პროცესში მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას აფართოებს.

დღის გადაცემები