24.11.2024 | 23:57
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნეიტრალიტეტის აუცილებლობა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა ნათელი გახადა [ვიდეო]

რეგიონში მიმდინარე 14 დღიანმა სამხედრო კონფლიქტმა რუსეთ-უკრაინას შორის მსოფლიო ახალი მართლწესრიგის წინაშე დააყენა. ნეიტრალიტეტის საკითხი, რომელზეც "პატრიოტთა ალიანსი" უკვე წლებია საუბრობს, სულ უფრო აქტუალური ხდება. ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე აქტიურად საუბრობენ ომში ჩართული უკრაინის პირველი პირებიც. საქართველოს ხელისუფლებას კი, პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება და ნეიტრალიტეტზე საუბარი უჭირს და დღის წესრიგს არა სახელმწიფო ინტერესების, არამედ პარტნიორთა გადაწყვეტილებების  მიხედვით გეგმავს.

 

ნეიტრალიტეტის საერთაშორისო სამართალი შეიცავს სამ შეზღუდვას, ომის პერიოდში ნეიტრაულური ქვეყნის მოქმედებაზე, არ მიაწოდოს საკუთარი შეიარაღება მეომარ მხარეებს,  არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია დაპირისპირებულ მხარეებს და არ გაუწიოს დისკრიმინაცია სამხედრო დანიშნულების იარაღისა და საქონლის მიწოდებისას. მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისიწინებით სახეზეა ახალი დღის წესრიგი, რომელიც კავკასიის რეგიონს სცდება. ამ ფონზე, ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უსაფრთხოების გარანტი არ არის, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზანი 2 ახალი წევრი ქვეყნის მიღება არ არის და  ამ პროცესში სახელმწიფო ნეიტრალიტეტის თემა კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

დღის გადაცემები