ნიკა მელიას ახალი ულტიმატუმი ხელისუფლებას! ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გირაოს გადახდას არ აპირებს და პროკურატურის შამდგომლობას აღკვეთის ღონისძების შეცვლის შესახებ ელოდება. გადაწყვეტილება მედიას მსჯავრდებულის უფლებადამცველებმა გააცნეს. ისიც აღნიშნეს, რომ მელიას საქმის გარშემო პატიმრისთვის გაუგებარი მოლოდინები იქმნება. მათი განმარტებით, გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება და პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს არა მელიამ, არამედ პროკურატურამ უნდა მიმართოს.
როგორც ჩანს, მელიას პათოსს მისი თანამოაზრეები ბოლომე არ იზიარებენ. გიორგი ვაშაძემ პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად, თანამებრძოლს სიჯიუტე დაუწუნა და მოუწოდა, გამოიყენოს ისტორიული შანსი და გაითვალისწინოს შარლ მიშელის ინიციატივა. მელიას მხრიდან ახალი პირობის წამოყენებად აღიქვეს ადვოკატების მიერ გახმობვანებული წინადადება გირჩშიც.
ქართული ოცნება ისევ უხერხულ მდგომარეობაშია. მმართველმა გუნდმა ჯერ საკანონმდებლო ჩიხში მოიქცია თავი, ახლა კი ამ ჩიხიდან გამოსავალს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური შეფასებებით ცდილობს.