დღის სიახლეები
ნიკა მელიას დაკავებას აშშ-ის საელჩო ეხმაურება [ვიდეო]
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა. გარდა ამისა, ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით.
მსგავსი
დღის გადაცემები