დღის სიახლეები
ნიკოლ ფაშინიანი - გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია [ვიდეო]
გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლდა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. ფაშინიანის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განთავსებული განცხადებაც გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილ წინადადებას და არც დადგენილ ვადაში მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ონიკ გასპარიანი ოთხშაბათის მდგომარეობით, თანამდებობიდან გათავისუფლებულად ითვლება.
მსგავსი
დღის გადაცემები