დღის სიახლეები
ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ნავთობს ვაქცინებზე გაცვლის [ვიდეო]
ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა, კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის საფასური ნავთობის მიწოდებით გადაიხადოს. მისი თქმით, ვენესუელა მუშაობს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „კოვაქსის“ მექანიზმის ვაქცინებისთვის გადახდა ნავთობით და ასევე იმ სახსრების საშუალებით აწარმოოს, რომლებიც, სანქციების გამო, საზღვარგარეთ არსებულ ანგარიშებზეა გაყინული. ამჟამად, ვენესუელა ვაქცინას რუსეთისა და ჩინეთისგან იღებს.
მსგავსი
დღის გადაცემები