"როცა ხედავ მიწასთან გასწორებულ უკრაინას, ამდენ დახოცილ უდანაშაულო ადამიანს, როგორ შეიძლება, მარტო უსურვო კი არა, ყველაფერს აკეთებდე იმისთვის, რომ შენი სამშობლოც ამ დღეში ჩააგდო", – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
"პრემიერის გამოსვლას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, არადა, სრული სიმართლე ითქვა, თუმცა სიმართლე გაშმაგებული ხარისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებასავითაა დესტრუქციული ოპოზიციისთვის.
საქართველოში ახალი ომის წამოწყების სურვილი მხოლოდ მოღალატე ადამიანს შეუძლია.
ვის ითრევენ ომში? ჩემს და თქვენს შვილებს? აბა, ყველას გვახსოვს 2008 წელი და გრძელი რიგები წითელ ხიდზე. ეს არის ხალხი, ვისაც სამშობლო არ უყვარს და საკუთარი ქვეყნის მტრები არიან. ალბათ, გულში თვითონაც ხვდებიან, რა უბედურებას აწერენ ხელს, მაგრამ უცხო ქვეყნის აგენტობას და ვალდებულებებს რა უნდა უყონ!
საზოგადოება კარგად ხვდება ამას და, როგორც ადრე, არც ახლა წამოეგება პროვოკაციას", – წერს ფოჩხუა.