დღის სიახლეები
ნიუ-იორკს კვლავ აფროამერიკელი მერი ეყოლება [ვიდეო]
აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა პოლიციელმა ერიკ ადამსმა ნიუ-იორკის მერის არჩევნებში გაიმარჯვა. ნიუ-იორკს აფროამერიკელი მერი უკვე მეორედ ეყოლება. 61 წლის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ძირითადი თემა იყო საზოგადოების უსაფრთხოება, ნიუ-იორკის პოლიციის ბიუჯეტის შემცირება და სამუშაო ადგილების სამოქალაქო პირებისთვის გადაცემა. გამარჯვებული კანდიდატის თქმით, მას ოცნება აუსრულდა, რადგან ნიუ-იორკი ძალიან უყვარს და ის სწორედ ამ ქალაქის მერი გახდება. მისი კონკურენტი, რესპუბლიკური პარტიიდან კერტის სილვა ორგანიზაცია „გარდიან ანჯელსის“-ის დამფუძნებელია, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისგან შედგება და კრიმინალურ ჯგუფებს ებრძვის.
მსგავსი
დღის გადაცემები