დღის სიახლეები
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონის მორიგი ტიტულისთვის ბრძოლას იწყებს
ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების შვიდგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი დღეიდან კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ჩაებმება - იტალიის ქალაქ ასისში სენიორ-მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.
საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში სულ სამი ვეტერანი მოჭადრაკე ჩაებმება: სენიორ-ქალთა შორის ევროპის მოქმედი ჩემპიონი სოფიკო ტერელაძე და სენიორ-მამაკაცებში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი ზურაბ სტურუა.ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბოლო - მეშვიდე ტიტული 78 წლის ასაკში მოიპოვა, 2019 წელს 65 წელს ზემოთ ქალ მოჭადრაკეთა შორის.მსოფლიოს ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით გაიმართება და 26 ნოემბერს დასრულდება.
მსგავსი
დღის გადაცემები