დღის სიახლეები
ნონა გაფრინდაშვილი „ნეთფლიქსს“ განზრახ ტყუილისთვის უჩივის [ვიდეო]
ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ ამერიკის კალიფორნიის შტატში, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი ეხება Netflix-ის მიერ სერიალ "ლაზიერის გამბიტის" ეპიზოდში მიზანმიმართულ მცდარ ცნობებს ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ. სერიალში ნათქვამია, რომ ნონა გაფრინდაშვილს კაც მოჭადრაკესთან არასდროს უთამაშია, მაშინ როდესაც ჭადრაკის ლეგენდა 1963 წლიდან წარმატებით მონაწილეობდა მამაკაცთა ტურნირებზე. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ დამატებითი შეურაცხყოფაა Netflix-ის მიერ გაფრინდაშვილის, როგორც რუსი მოჭადრაკის წარმოჩენა. ადვოკატები ნონა გაფრინდაშვილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სულ მცირე 5 მილიონ დოლარს ითხოვენ.
მსგავსი
დღის გადაცემები