დღის სიახლეები
ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ოდესის პორტები სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთულმა 9 გემმა დატოვა.
"ბოლო ორი დღის განმავლობაში დიდი ოდესის პორტებმა აფრიკის, აზიისა და ევროპის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის 336 000 ტონა პროდუქციით დატვირთული 9 გემი გაგზავნეს. "მარცვლეულის ინიციატივის" განხორციელების დაწყებიდან, მსოფლიომ 13 მილიონი ტონა უკრაინული საკვები მიიღო", - აცხადებენ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
შეგახსენებთ, პროგრამა არის ჰუმანიტარული ინიციატივა, რომლის ფარგლებში უკრაინა გეგმავს კრიტიკულად საჭირო საკვები პროდუქტებით დატვირთული 60-ზე მეტი გემის გაგზავნას ეთიოპიაში, სუდანში, სამხრეთ სუდანში, სომალიში, კონგოში, კენიასა და იემენში.
მსგავსი
03.03.2023 / 11:26
რუსეთში საავიაციო ტექნიკის სავარაუდო გაგზავნისთვის ამერიკის ორი მოქალაქე დააკავეს
09.12.2022 / 12:54
სტოლტენბერგი: "ვშიშობ, უკრაინის კონფლიქტი ნატო-რუსეთს შორის დიდ ომში გადაიზრდება"
28.11.2022 / 17:12
რუსეთის დუმის სპიკერი: "აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია"
22.11.2022 / 14:15
თუ ირანი რუსეთს ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, ისრაელი უკრაინას იარაღით დაეხმარება
17.11.2022 / 14:25
იენს სტოლტენბერგი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება"
დღის გადაცემები