24.11.2024 | 19:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოთარ გრიგოლია: "თუ ვინმე ფიქრობს, რომ სააკაშვილის ციხიდან დახსნა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ევროპისკენ მიდრეკილება, მაშინ ეს ევროპა არ არის ის დასავლეთი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ"

ქალაქ თბილისის საკრებულოში, ფრაქციის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ გრიგოლიას განცხადებით, საბა ბუაძის ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხსა და საქართველოსთვის ევროკავშირის სტატუსის მიცემას ერთმანეთს უკავშირებს, არასწორია.

როგორც ოთარ გრიგოლიამ აღნიშნა, მსგავი რამ მხოლოდ ზოგიერთმა "არასერიოზულმა და ევროპის შემარცხვენელმა" ევროპარლამენტარმა თქვა.

"ინფორმაცია, რომელსაც საბა ბუაძე ავრცელებს, არასწორია. კახა კალაძეს და საერთოდ, "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ უთქვამს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთანაა დაკავშირებული, ეს მხოლოდ ევროპარლამენტარებმა თქვეს. ამაზე პარტიის პასუხი სრულიად ადეკვატური იყო - თუ ვინმე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ევროპისკენ მიდრეკილება, მაშინ ეს ევროპა არ არის ის დასავლეთი, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ.

რამდენიმე დღის წინ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ციხეებში მასობრივი სისტემური წამება მიმდინარეობდა. როგორ შეიძლება, ამ სისტემის შემოქმედი, მიხეილ სააკაშვილი, იყოს უდანაშაულო? როგორ შეიძლება ზოგიერთმა არასერიოზულმა და დასავლეთის შემარცხვენელმა ევროპარლამენტარმა მისი ციხიდან გამოშვება საქართველოს ევროპულ გზას დაუკავშიროს? ჩვენი სვლა ევროპისკენ არა კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი ქართული საზოგადოების გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

დღის გადაცემები