24.11.2024 | 21:41
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოთარ ჭითანავა - ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ

დღეს უმნიშვნელოვანესი დროა თითოეული ჩვენთაგანისთვის, რადგან ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს არჩევანი ძალიან მარტივია, ან ვირჩევთ ილუზორულ ნატოს, რომელზეც უკვე 30 წელია ვსაუბრობთ ან ვირჩევთ ნეიტრალიტეტს, რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ ჭითანავამ „ობიექტივის“ ეთერში.

„დღეს უმნიშვნელოვანესი დროა თითოეული ჩვენთაგანისთვის, რადგან ისტორიული არჩევანის წინაშე ვდგავართ. ეს არჩევანი ძალიან მარტივია, ან ვირჩევთ ილუზორულ ნატოს, რომელზეც უკვე 30 წელია ვსაუბრობთ ან ვირჩევთ ნეიტრალიტეტს, რომელიც არის დღეს ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ხსნა. ჩვენ ეს საუბარი დღეს არ დაგვიწყია, დიდი ხანია ვსაუბრობთ და ვმოქმედებთ კიდეც. მაგალითად, შარშანწინ ჩავატარეთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ფართომასშტაბიანი გამოკითხვა, სადაც გამოკითხულ იქნა მილიონ ორასიათასი ადამიანი და მოსახლეობის 65%-მა სამხედრო მიუმხრობლობას დაუჭირა მხარი. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს ოპონენტებს ეს არ ესმით, წერილის მხოლოდ სათაურს კითხულობენ და მის შინაარსს არ ეცნობიან. ჩვენ ასევე გავაგზავნით წერილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ევროკავშირის ლიდერებთანაც, რათა მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ ჩვენ გვინდა სამხედრო ნეიტრალიტეტი, რათა ჩვენი ტერიტორიული პრობლემები მოვაგვაროთ“- განაცხადა  ოთარ ჭითანავამ. 

დღის გადაცემები