24.11.2024 | 21:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას არ მიაწვდიან ისეთ იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია უკრაინას არ მისცემს ისეთ იარაღს, რომლის საშუალებითაც ის დარტყმის განხორციელებას რუსეთის ტერიტორიაზე შეძლებს.

"შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს საკმაოდ მკაფიოდ ჩამოაყალიბა: მან თქვა, რომ არ მიაწოდებდა იარაღს, რომლითაც რუსეთის ტერიტორიის დაბომბვაა შესაძლებელი. მიმაჩნია, რომ ეს პრინციპია, რომელსაც ყველა ვეთანხმებით", -აღნიშნა შოლცმა.

მისი თქმით, გერმანიის მიზანია ხელი შეუშალოს პუტინს ომის მოგებაში, რათა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება მოხდეს.

ამასთან, ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანია მოიქცევა ისე, რომ უკრაინა-რუსეთის ომი "სრულიად განსხვავებულ ომში" არ გადაიზარდოს.

დღის გადაცემები