26.11.2024 | 12:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოლაფ შოლცი გამართლებულად არ მიიჩნევს რუსების ევროპაში შესვლის აკრძალვას

გერმანიის ფედერალური კანცლერი, ოლაფ შოლცი სკეპტიკურად უყურებს რუსების ევროპაში შესვლის აკრძალვას. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას გერმანიის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, "პუტინის ომია" და ევროკავშირმა უკვე დააწესა უამრავი სანქცია რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ადამიანების წინააღმდეგ.

"ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების დაწესებას", - განაცხადა შოლცმა.

ოლაფ შოლცმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გაუმართლებელ ნაბიჯად მიიჩნევს.

დღის გადაცემები