24.11.2024 | 23:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს [ვიდეო]

"საქართველოს პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეიძლება მოეხსნას პირადი განცხადებით, ან იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში შევიდა" -  ეს არის ამონარიდი სახელმძღვანელოდან, რომელიც კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის. მიუხედავად ამისა პარლამენტმა 51 ოპოზიციონერი დეპუტატის მოთხოვნას მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით მხარი არ დაუჭირა.

"პარლამენტის  წევრის  უფლებამოსილება  იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და მთავრდება  ახლადარჩეული  პარლამენტის  პირველი  შეკრებისთანავე. პარლმაენტის წევრის  უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე  შეწყვეტის  საკითხსგარდა გამონაკლისი შემხვევებისადადგენილებით  წყვეტს პარლამენტი. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში". 

 ეს  ჩანაწერი არც მეტი არც ნაკლები ირაკლი კობახიძეს ეკუთვნის.    განათლებით იურისტი, პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე მის სტუდენტებს  რამდენიმე წლის განმალობაში თავისსავე დაწერილი წიგნით   „კონსტიტუციური სამართალი“ ასწავლიდა.სადაც ვკითხულობთ, რომ    ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს უფლება აქვს,   პარლამენტის  გადაწყვეტილება  უფლებამოსილების შეჩერების შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოში  გაასაჩივროს.  უფრო მეტიც,    მმართველი  პარტიის მოქმედი თავმჯდომარე მის მიერ დაწერილ  წიგნში ირწმუნება,  რომ  პარლამენტის  არჩეულ წევრს უფლება აქვს  სადეპუტატო მანდატი  საკუთარი  გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდეს და  ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანომ გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიიღოს.

კონსტიტუციის  39ე  მუხლი   51 დეპუტატს    დიდი ალბათობით  საკონტიტუციო სასამართლომდე მიიყვანს.  პარლამენტის არაკონტიტუციური  ნაბიჯის  შემდეგ  პოლიტიკურ პარტიებში   ახლა უკვე   ამ  გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებაზე ალაპარაკდნენ.    

დღის გადაცემები