24.11.2024 | 19:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ორბანის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინაში ჯარების გაგზავნის განხილვის დაწყებასთან ახლოს არის

"ევროკავშირის ქვეყნები უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყებასთან ახლოს არიან", - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა. 

ორბანი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირმა უკრაინაში სამშვიდობო ტიპის ჯარები გააგზავნოს. 

"ჩვენ ახლოს ვართ იმ ფაქტთან, რომ ევროპელი ლიდერების საუბარში ლეგიტიმური გახდა საკითხი იმის შესახებ, შეუძლიათ თუ არა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რაიმე სახის სამშვიდობო ტიპის ჯარების გაგზავნა უკრაინაში. ჩვენ ახლოს ვართ მანამდე გადაუკვეთელი საზღვრის გადაკვეთასთან. 

ერთი წლის წინ იყო დავა იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა უკრაინაში ლეტალური იარაღის გაგზავნა. უნგრელებმა მაშინაც და ახლაც თქვეს - არა, მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ყოყმანობდნენ. ახლა დღის წესრიგში ეს საკითხი აღარ დგას", - განაცხადა ორბანმა. 

დღის გადაცემები