მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს, დაუყოვნებლივ მოგვაწოდონ ინფორმაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარგანზრახული დეზინფორმაციაა - ასე ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.
სუსში ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიის გავლით კონტრაბანდის გადატანა სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს წარმოადგენს და ამ მიმართულებით შესაბამისის სამსახურები ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ. კიევის ბრალდებებს, თითქოს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან კონტრაბანდულ, მათ შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაზე თანამშრომლობს შეფასებები უკვე მოჰყვა თბილისში. ოპოზიცია ფრთხილ კომენტარებს აკეთებს, ხელისუფლება კი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.