25.11.2024 | 00:05
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
„ოცნების“ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება [ვიდეო]

საკონსტიტუციო სასამართლოს რეგისტრაციაში ჯერაც არ მიუღია სარჩელი, უმრავლესობის მიერ 51 დეპუტატისთვის მანდატების  გაუქმების გადავადებასთან დაკავშირებით. "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად გამოცხდადებას პარტია "გირჩი" ითხოვს. შესაძლოა იგივე სარჩელით სასამართლოს სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც მიმართონ.

პარლამენტის გადაწყვეტილებას,  კანონდარღვევად აფასებენ კონსტიტუციონალისტები. ვახტანგ ხმალაძე ფიქრობს, რომ საკონტიტუციო სასამართლო პარლამენტის არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილებას დაადასტურებს და ზურა ჯაფარიძის სარჩელს დააკამაყოფილებს. 1995 წელს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის თანაავტორი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში, პარლამტმა საგანგებო სხდომა უნდა მოიწვიოს დანარჩენ 50 დეპუტატს მანდატი შეუწყვიტოს. ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილება ერთგვარი პრევენცია იქნება, რომ მსგავსი შემთხვევები ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში არ განმეორდეს.  

დღის გადაცემები