დღის სიახლეები
პალესტინის პრემიერი: "მსოფლიო უკრაინის ომს უყურებს, პალესტინას არავინ"
პალესტინის პრემიერ-მინისტრის მოჰამედ იბრაჰიმ შტატიეს განცხადებით, მსოფლიო უკრაინაში მიმდინარე ომს უყურებს, ხოლო პალესტინას არავინ. ამის შესახებ მან დასავლეთ სანაპიროზე ესკალაციის ფონზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და პალესტინა-ისრაელს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.
მისივე თქმით, ებრაულ მხარეს არ სურს ესკალაციის მშვიდობიანად მოგვარება.
"ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მათ მშვიდობა არ სურთ" - აღნიშნა პალესტინის პრემიერმა და დასძინა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან 170-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ტყვეთა რაოდენობამ 5600-ს მიაღწია.
"მსოფლიო უკრაინის ომს უყურებს და საერთოდ არავინ უყურებს პალესტინა. პალესტინის ბრძოლის კომპასი მუდმივად იხრება იერუსალიმისკენ" - აცხადებს პალესტინის პრემიერი.
მსგავსი
დღის გადაცემები