24.11.2024 | 22:56
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარიზის სასამართლომ „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 14 პირი დამნაშავედ ცნო

პარიზის სასამართლომ 2015 წელს პარიზში, „შარლი ებდოს“ რედაქციასა და ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით 14 პირი დამნაშავედ ცნო. მათ ტერორიზმის დაფინანსება და ისლამისტი თავდამსხმელების ჯგუფის წევრობა ედებოდათ ბრალად. 2015 წლის იანვარში სატირული ყოველკვირეული ჟურნალის, „შარლი ებდოს“ ოფისში ორი პირი შეიჭრა და 12 ადამიანი მოკლა. მესამე პირმა ებრაულ მაღაზიაზე თავდასხმისას ხუთი ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ერთი პოლიციელი იყო. სამართალდამცველებმა თავდამსხმელები სპეცოპერაციის დროს მოკლეს.  სასამართლომ 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ალი რიზა პოლას, რომელსაც ბრალი  ტერორისტულ დანაშაულში თანამონაწილეობაში ედებოდა. 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ასევე მიესაჯა ერთ-ერთი ტერორისტის მეუღლეს, ჰაიათ ბუმედიენს. მას ბრალი ედებოდა დანაშაულებრივ ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და ტერორიზმის დაფინანსებაში. დანარჩენი დაკავებულები სხვადასხვა სიმძიმის დანაშაულში ცნეს ბრალდებულად, რომელთაც 13-დან 20 წლამდე და 4-დან 10 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.

დღის გადაცემები