საფრანგეთი, რომელიც 1 იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიალოგს მიესალმება. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კარგია, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები აწარმოებენ ამ დიალოგს. ეს დისკუსიები ეხება უკრაინას, მაგრამ არა მხოლოდ უკრაინას. ეს ასევე ეხება ამ ორი დიდი სახელმწიფოს კოლექტიურ უსაფრთხოებას, და ძალიან კარგი და დადებითია, რომ ასეთი დიალოგი გრძელდება“ - აღნიშნა მაკრონმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ პარიზი უკრაინისა და რუსეთის მიმართ ევროპული მიდგომის მომხრეა, რაც მტკიცე აგრესიის საფრთხის წინააღმდეგ და დაძაბულობის განმუხტვის გზების პოვნის მიზნით დიალოგის არხების შენარჩუნებას გულისხმობს.
დღის სიახლეები
პარიზმა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებები შეაფასა [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები