2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებიდან ზუსტად 96 დღე გავიდა. გაყალბებული არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, მმართველი პარტია ოპოზიციას ისევ რეალობასთან აცდენილ ინიციატივას სთავაზობს და პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. ამ კომისიის მიზანი იქნება დაადგინოს შეესაბამება თუ არა ამომრჩევლის ნებას, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ეს კი მაშინ, როდესაც არჩევნების დღიდან დიდი დროა გასული იმისთვის, რომ შესაბამისი ჭეშმარიტება და შედეგებს შორის სხვაობა დადგინდეს. ერთპარტიული საკანონდებლო ორგანო კომისიის საქმიანობაში ჩართვას სთავაზობს ყველას ვისაც ამის სურვილი ექნება, თუმცა ეს ხდება მაშინ, როდესაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში კი არა პარლამენტში შესვლაზეც კი უარს ამბობენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ინიციატივას მეოცნებე ხელისუფლება ერთპარტიულ პარლამენტს 8 თებერვალს ბიუროს სხდომაზე წარუდგენს.