24.11.2024 | 21:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში განაახლებს

დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში განახლდება. დეპუტატები ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებზე იმსჯელებენ, რომელიც საქართველოს პარლამენტს გამოუგზავნეს.

დაკონკრეტდება თუ რა იგულისხმება პირის ოლიგარქად აღიარებისას პოლიტიკურ გავლენაში და როგორ მოხდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით არსებული რისკების გადაზღვევა.

ოპოზიციის ნაწილი საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმშია და 12-პუნქტიანი ევროპული დავალების შესრულების პროცესში არ ერთვება.

დღის გადაცემები