24.11.2024 | 21:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტის ბიუროს დღეს სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება

პარლამენტის ბიუროს 24 ოქტომბრის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების სახელით, სახალხო დამცველობის კანდიდატები წარედგინება.

ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა და პარლამენტს განსახილველად 19-ვე კანდიდატი წარედგინება, რადგან პოლიტიკურმა ჯგუფმა "მოქალაქეები" უკლებრივ ყველა მსურველი კანდიდატის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ, "ლელომ" და "რეფორმების ჯგუფმა" ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი წარადგინეს.

სახალხო დამცველის პოსტზე ორი კანდიდატი "ევროპელმა სოციალისტებმა" დაასახელეს - ისინი პარლამენტს ასარჩევად თინათინ ერქვანიასა და ლელა გაფრინდაშვილს სთავაზობენ.

პოლიტიკურმა ჯგუფმა "გირჩმა" სახალხო დამცველის თანამდებობაზე იაგო ხვიჩია წარადგინა.

მომავალი ომბუდსმენი 6 წლის ვადით, 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩეს.

დღის გადაცემები