დღის სიახლეები
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება [ვიდეო]
პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ დღეს გაემგზავრება. 8 დეპუტატისგან შემდგარ ჯგუფს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. კიევში გამგზავრებას დამოუკიდებლად გეგმავენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, საიდანაც უკრაინაში პარლამენტის ორი დელეგაცია ჩავა. შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებაში ვიზიტს ზელენსკის მთავრობის მიერ საქართველოს ხელისუფლების მიმართ წაყენებული უმძიმესი ბრალდებების ფონზე არ გეგმავდნენ. საკითხზე პოლიტიკური შეფასებები დილიდან კეთდება საკანონმდებლო ორგანოში, სადაც დელეგაციის შემადგენლობაში მყოფი დეპუტატები კიდევ ერთ შეხვედრას დღის განმავლობაში გამართავენ.
მსგავსი
დღის გადაცემები