24.11.2024 | 21:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მარტო დარჩენილ ხელისუფლებას მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლო ერთპარტიულობა დისკომფორტს არ უქმნის. ქვეყანაში ისტორიული საპარლამენტო არჩევნები არ შედგა. ტოტალურად გაყალბებულ არჩევნებს არ ცნობენ არც ერთ ოპოზიციურ პარტიაში და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ, შესაბამისად ქართული ოცნება მეათე მოწვევის პარლამენტში მარტო რჩება. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს მხოლოდ მმართველ პარტიაში ეთანხმებიან. თუმცა ერთპარტიული პარლამენტით თვითკმაყოფილმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ ან ვერ გაიზარეს, რომ მანდატი რომელიც მათ დაიკავეს, საკანონმდებლო ორგანოს სრულყოფილებისთვის  საკმარისი არ არის. "ქართულ ოცნებაში" ერთის მხრივ იხტიბარს არ იტეხენ, მეორეს მხრივ კი სხვადასხვა ფორმით ცდილობენ, ოპოზიცია როგორმე დაარწმუნონ და პარლამენტში შესვლაზე დაითანხმონ, რადგან კარგად აცნობიერებენ, რომ მათ იმიჯს თუნდაც დასავლელი პარტნიორების თვალში, ჩრდილოეთ კორეის მოდელი საბოლოოდ დაანგრევს. 

 

საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებს პარტია, რომელმაც არჩევნებამდე საზოგადოების უპრეცენდენტო მხარდაჭერის დემონსტრირება არაერთხელ შეძლო. "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებებლი მდივანი განმარტავს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ვერ შედგება და ერთპარტიული მმართველობა ქმედითუნარიანი ვერ იქნება. გოჩა თევდორაძე რიგგარეშე არჩევნების აუცილობლობაზე საუბრობს და არსებულ პოლიტიკურ კრიზისს მმართველი პარტიის არათანმიმდევრულ ქმედებას უკავშირებს.

დღის გადაცემები