დღის სიახლეები
პარლამენტმა 51 დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუჩერა [ვიდეო]
საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია განახლდა. თუმცა, დაპირების მიუხედავად, 51 დეპუტატს უფლებამოსილება დღევანდელ სხდომაზე არ შეუწყდება. ამის შესახებ პოლისტაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება.
სადეპუტატო მანდატების შეწყვეტის მსურველი 51-ვე ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტის წევრად რჩება. თითოეული დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას ცალ-ცალკე ეყარა კენჭი და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. “ქართული ოცნების” არც ერთ წევრს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის შეწყვეტაზე ხმა არ მიუცია.
მსგავსი
დღის გადაცემები