25.11.2024 | 00:03
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტმა ისევ ვერ შეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დაკომპლექტება [ვიდეო]

პარლამენტმა ისევ ვერ შეძლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა დაკომპლექტება.  ქვორუმი ვერც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე შედგა. ცესკოს თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის ასარჩევად პირველი კენჭისყრა, 18 ივლისის სხდომაზე გაიმართა, თუმცა ქვორუმად დადგენილი 100 ხმა, ვერც ერთმა მათგანმა მიიღო.

საარჩევნო კანონმდებლობაში გახორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას 100 ხმა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ 2/3 -ით არჩევა ვერ მოხერხდა, კენჭისყრა კვლავ 2/3-იანი კვორუმით უნდა ჩატარდეს და არჩევა თუ მაინც ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში, საჭირო იქნება 3/5 ანუ 90 ხმა. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები თუ ამ კვორუმითაც ვერ აირჩია, მაშინ არჩევისთვის 76 ხმა საკმარისი იქნება. ახალი კანონის მიხედვით, თუ ცესკოს თავმჯდომარე არჩეულია პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში − 6 თვე.

დღის გადაცემები