24.11.2024 | 21:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა დღეიდან განახლდება

მიმდინარე კვირიდან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი კანდიდატების მოსმენას განაახლებს.

დღევანდელ სხდომაზე ალექსანდრე კობაიძის, ლევან კოკორაშვილის, ნუგზარ კოხრეიძის, გიორგი მარიამიძისა და სერგო მახარაძის კანდიდატურებს განიხილავენ.

კომიტეტმა უკვე მოუსმინა ანა აბაშიძეს, მარიკა არევაძეს, გიორგი ბურჯანაძეს, ლელა გაფრინდაშვილს, სოფიო დემეტრაშვილს, თინათინ ერქვანიასა და ევგენია თავაძეს. ომბუდსმენობის მსურველი კანდიდატების საკომიტეტო მოსმენა 25 ოქტომბერს დაიწყო.

პარლამენტს სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა 19-მა კანდიდატმა შესთავაზა.

დღის გადაცემები