დღის სიახლეები
პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს.
მოსმენის პროცესი ანა აბაშიძით დაიწყო. დღესვე მოუსმენენ მარიკა არევაძესა და გიორგი ბურჯანაძეს.
საპარლამენტო კომიტეტის ფარგლებში მოსმენები 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტში 19 პირის განაცხადი შევიდა და განსახილველად 19-ვე კანდიდატია წარდგენილი.
მსგავსი
დღის გადაცემები