პარტია გირჩის წევრები, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ზურა ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას ითხოვენ. 20 ივნისის ამნისტიის მსგავსად, იაგო ხვიჩია აპირებს, რომ ასეთივე კანონპროექტი პარლამენტში 7 ნოემბერისა და 26 მაისის ამნისტიაზეც დაარეგისტრიროს. შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს, ოპოზიციის მიერ გამართული მრავალრიცხოვანი აქციები, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა. 7 ნოემბერს დაშავდა ათეულობით მომიტინგე და დაიხურა ტელეკომპანია იმედი. სწორედ 7 ნოემბერს მიყენებული ფიზიკური დაზიანებები გახდა კობა დავითაშვილის სიკვდილის მიზეზი, ასეთივე მძიმე იყო 26 მაისის დარბევის შედეგები. სატიკად გაუსწორდნენ ყველას, მათ შორის მედიასაც, დაასახიჩრეს მომიტინგეები. გარდაიცვალა აქციის 2 მონაწილე.
დღის სიახლეები
პარტია გირჩის წევრები ითხოვენ 7 ნოემბრისა და 26 მაისის ამნისტია მოხდეს [ვიდეო]
მსგავსი
დღის გადაცემები