25.11.2024 | 01:46
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პატრიარქზე თავდასხმებმა საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია [ვიდეო]

ქვეყნის სულიერი მამა - ილია II   ახალი მასშტაბური  თავდასხმის ობიექტია. კონკრეტული სუბიექტები მის მიმართ ნეგატიურ კამპანიას წლებია ახორციელებენ, თუმცა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა საზოგადოებაში  დიდი პროტესტი გამოიწვია. ადამიანები  აღნიშნულ ბრალდებებს გმობენ და პატრიარქის სულიერ სიმაღლეზე და მის განვლილ გზაზე საუბრობენ.


პატრიარქის  მიმართ განრისხებული ადამიანების ცრუ ბრალდებებს ეხმაურება  მამა შალვა. ის კომუნისტურ  პერიოდს  და ეკლესიისადმი ბრძოლის მეთოდებს სწორედ ახლანდელ  ქმედებებს უკავშირებს, მისი ხედვით  ახლა ასეთი განცხადებების სარწმუნოებასთან ბრძოლა კონკრეტული ტელევიზიების მეშვეობით ბევრად მარტივია. მამა შალვა საქართველოს  კათოლიკოს პატრიარქის სულის სიმაღლეზე ამახვილებს ყურადღებას და მის ბოლო ქადაგებას იხსენებს, სადაც  ილია მეორის დიდსულოვნება კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

 

ნეგატიური კამპანიისა და არაერთი ცილისმწამებლური განცხადების მიუხედავად სახალხო დამცველს ამდრომდე პატრიარქის ინტერესების დაცვისათვის მზაობა არ გამოუთქვამს. დღეს სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ნინო ლომჯარიასთან დაკონტაქტებას დაგვპირდა, თუმცა როგორც ჩანს  ხალხის დამცველის ინტერესში პატრიარქის დაცვა არ შედის.


სასულიერო პირების მიმართ გარკვეული ჯგუფების მხრიდან ცრუ ვიდეო-მასალების გავრცელების ფაქტებზე  საუბრობს "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი. მისი განცხადებით შესაძლოა უახლოეს პერიოდში გარკვეული ვიდეოები გავრცელდეს, რომლებიც მიმართული იქნება ეკლესიის წინააღმდეგ. დავით თარხან- მოურავი საზოგადოებას მოუწოდებს მეტი გონიერება გამოიჩინონ და ეკლესია ბოროტი ძალებისგან დაიცვან.




დღის გადაცემები