27.11.2024 | 16:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პატრიარქი: "უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს ჩვენ განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, უფალი არ დაგვტოვებს"

უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ. უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა მრევლს, სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. პატრიარქმა გაიხსენა ის დღეები, როდესაც ეკლესიაში ცოტა ხალხი დადიოდა. პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ეფრემ მეორე მას აგზავნიდა ტაძარში სადღესასწაულო ლოცვის ჩასატარებლად. უწმინდესმა აღნიშნა, რომ „ახლა სხვა ვითარებაა“.

"მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ აი, ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს ჩვენ განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას. ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ.

მე გულითადად მივესალმები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი. ღმერთმა გაგაძლიეროთ" - ბრძანა უწმინდესმა.

დღის გადაცემები