საპატრიარქოს წერილი ჭყონდიდში. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს საპატრიარქო სამონასტრო კომპექსიის დატოვებას სთხოვს. ვადა ხვალამდეა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტერიოტრორიას პოლიციის ძალით დაატოვებინებეენ. როგორც წერილშია ნათქვამი განკვეთილმა ბერებმა უნდა შეწყვიტონ საეკლესიო ქონების განკარგვა და დაემორჩილონ ეპარქიიის მთავარ მღვდელმტავარს. მეუფე სტეფანემ გადაწყვეტილება 11 სექტემბერს მიიღო რომელმაც განკვეთილ ბერებს აუკრძალა სამონაზვნო სამოსიის ტარებაც.
ხვალ, 4 ნოემბერს, ჭყონდიდის ეპარქიაში შოუს მოსაწყობად ემზადებიან განკვეთილი ბერები. ამბობენ, რომ მონასტრის ტერიოტორიას არ დატოვებენ. ის სასულეირო პირები, რომლებიც პეტრე ცაავას ინტერესებს ატარებენ ამბობენ, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედებები ფარდას ხდის საპატრიარქოს. ახლა მთავარი მოთხოვნა ის კი არ არის, რომ მოითხოვონ ეკლესაში დაბრუნება, არამედ საერთო კრებაზე იქნას განხილული პატრიარქის მისამართით პეტრე ცაავას მიერ გამოთქმული ბრალდებების სინამდვილე.